ტონი კროოსი: ლუის დიასი გასაძევებელი არ იყო

ტონი კროოსი Einfach mal Luppen-ის პოდკასტში საუბრისას ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაზე საუბრობს. რეკორდმაისტერი სტუმრად პარი სენ-ჟერმენს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1:2 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლუის დიასმა თამაშის წესები დაარღვია რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და შეხვედრის მეორე ნახევარი მიუნხენის ბაიერნმა 10 კაცით ითამაშა.

"ჩემთვის ყველაფერი ნათელია, წითელი ბარათი არ უნდა მიეცა. ჰაკიმის ტრავმის სიმძიმემ მსაჯის საერთო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია. მე ვნახე უხეში ორთაბრძოლა და არა უხეში ჯარიმა.

ჯარიმის შემდეგ ჰაკიმი, რომ ფეხზე წამომდგარიყო მომენტს არავინ გადახედავდა. ასეთ მომენტებში მსაჯმა მოქმედება უნდა განსაჯოს ხოლმე და არა შედეგი", - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.