ჰარი კეინი: ყვითელი ბარათის გამო იმედგაცრუებული ვარ

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩში მაინცის წინააღმდეგ ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ინგლისელი მომავალი ტურის შეხვედრას ლაიპციგის წინააღმდეგ გამოტოვებს. რეკორდმაისტერი კი შემდეგ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებს.

"პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს გიჟური გადაწყვეტილება იყო. ეს არ უნდა ისჯებოდეს ყვითელი ბარათით. სამწუხაროდ ზოგჯერ ადამიანები მოდიან ალიანც არენაზე და ცდილობენ პოპულარობა მოიპოვონ. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ ყვითელი ბარათი, რომ მივიღე. მითუმეტეს ვიცოდი, რომ 4 ბარათი უკვე მქონდა.

მეორე რიგში თავად წესი აბსურდული მგონია. 34 შეხვედრაში 5 წითელი ბარათი და დისკვალიფიცირებული ხარ. როგორც პრემიერ ლიგაშია, რომ 19-ე ტურის შემდეგ ნულდება ბარათები, ასე უნდა იყოს აქაც. ახლა უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამოვტოვებ მხოლოდ იმის გამო, რომ პირველ ტურში მივიღე ყვითელი. სავარაუდოდ ეს წესი სამომავლოდ ბუნდესლიგაში უნდა გადაიხედოს", - განაცხადა ჰარი კეინმა. 

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.