იბრაჰიმა კონატეს შეძენა მიუნხენის ბაიერნს სურს

იბრაჰიმა კონატე, რომელიც ამ მომენტისთვის ლივერპულში ასპარეზობს, მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი სასურველი ტრანსფერია. Bayern & Germany-ის X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგს დაიო უპამეკანოს შემცვლელად განიხილავენ.

27 წლის უპამეკანოს მიუნხენის ბაიერნთან მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა შესაძლოა რეკორდმაისტერი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. 

დაიო უპამეკანოს მიმართ ინტერესს მადრიდის რეალი იჩენს. ამრიგად, თუ ფრანგი ცენტრალური მცველი რეკორდმაისტერთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს გუნდი მის შეცვლას იბრაჰიმა კონატეთი ფიქრობს.

წყაროს ინფორმაციით კონატეს აგენტები მოლაპარაკებებს მიუნხენის ბაიერნთან, მადრიდის რეალთან და პარი სენ-ჟერმენთან აწარმოებენ. 26 წლის ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს ლივერპულის დატოვებას.

ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება და იბრაჰიმა კონატეს უფასოდ გადმობირების შესაძლებლობა კი მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობისთვის საკმაოდ მაცდური ვარიანტია.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.