თუ რომელიმე მცველი წავა ბაიერნი დინ ჰუისენს იყიდის

დინ ჰუისენი კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება მიუნხენის ბაიერნისთვის. ბოლო რამდენიმე დღეში არაერთი გამოცემა, თუ სპორტული პორტალი გვატყობინებს რეკორდმაისტერის ინტერესს ესპანელი ცენტრალური მცველის მიმართ.

SKY-ს ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 20-წლის ესპანელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებიც გამართეს. რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი, პროცესის ყველა დეტალის საქმის კურსშია.

წყაროს ცნობით დინ ჰუისენი მიუნხენის ბაიერნის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა 20-წლის ესპანელის რეკორდმაისტერში ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ მოქმედი დაცვის ხაზიდან ვინმე დატოვებს გუნდს.

დაცვის ხაზიდან კი გუნდის დატოვების რამდენიმე კანდიდატია. კიმ მინ-ჯაე მიუნხენის ბაიერნს დაემშვიდობება, თუ საინტერესო წინადადებას მიიღებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ხოლო დაიო უპამეკანოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან ფეხბურთელი და კლუბი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

დინ ჰუისენით დაინტერესებული ლივერპული და ჩელსიც განაგრძობენ ტრანსფერზე მუშაობას.

ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ თავად 20-წლის ესპანელი მცველი კარიერის მიუნხენის ბაიერნში გაგრძელების შესაძლებლობას პოზიტიურად უყურებს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.