ჯონათან ტა მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია
ჯონათან ტას მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 29 წლის გერმანელი ცენტრალური მცველი რეკორდმაისტერს ლევერკუზენის ბაიერიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ შემოუერთდა.
ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით ჯონათან ტას მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს. 29 წლის მცველმა რეკორდმაისტერთან ხელშეკრულება 2029 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა.
"მინდა აქ პასუხისმგებლობა ავიღო და ყოველ დღე ვიმუშაო იმისთვის, რომ როგორც გუნდი წარმატებული ვიყოთ და ბევრი ტიტულის მოგება შევძლოთ", - განაცხადა ჯონათან ტამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.
რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს 29 წლის ცენტრალური მცველი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა უახლოეს პერიოდში ჯონათან ტა გუნდს შეუერთდება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას.