ბაიერნი ალექსანდრ ნიუბელის გაშვებას ფიქრობს

ალექსანდრ ნუბელი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნმა გაყიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას BILD-ის ჟურნალისტი ტობი ალტშაფლი ავრცელებს და ამბობს, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი რეალური გახდება, თუ რეკორდმაისტერი მანუელ ნოიერთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით რეკორდმაისტერში 29 წლის გოლკიპერის სატრანსფერო ღირებულებას 20-25 მილიონ ევროდ აფასებენ. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ის ინფორმაციით კი ალექსანდრ ნუბელის ღირებულება 12 მილიონი ევროა.

29 წლის მეკარე ამ მომენტში შტუტგარტში თამაშობს არენდის წესით. ფეხბურთელის იჯარა 2026 წლის ივნისის ბოლოს იწურება. ალექსანდრ ნუბელს რეკორდმაისტერთან მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ტობი ალტშაფლის ინფორმაციით 29 წლის მეკარით დიდი ალბათობით პრემიერ ლიგის გუნდები დაინტერესდებიან. transfermarkt-ის ინფორმაციით კი ალექსანდრ ნუბელის მიმართ ინტერესს მადრიდის რეალი იჩენს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.