რიო ფერდინანდი: ჰარი კეინი თანაგუნდელებმა დააღალატეს
რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას ეხმიანება. შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა (4:3) და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა.
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტი მიიჩნევს, რომ ინგლისელმა ფორვარდმა ყველაფერი გააკეთა, რაც მას მოეთხოვებოდა, თუმცა თანაგუნდელებმა დააღალატეს.
"მიუნხენის ბაიერნმა იმიტომ გაიფორმა ჰარი კეინი, რომ ტიტულები მოეგო. თანაგუნდელებმა ინგლისელი დააღალატეს. კეინი მარცხში დამნაშავე არ არის. ის ყოველთვის კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ სამუშაოს.
ჰარი ზუსტად იმას აკეთებს, რის გამოც ის გუნდში მიიყვანეს - იტანს გოლებს. ვფიქრობ 1/2 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ ის ძალიან იმედგაცრუებული იყო", - რიო ფერდინანდის სიტყვებს ციტირებს BBC.