პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის დატოვება არ სურს
მიუნხენის ბაიერნის მესვეურები განაგრძობენ მომავალი მწვრთნელის ძიებას. ბავარიელებს სურთ, რომ პეპ გვარდიოლა ალიანს არენაზე დაბრუნდეს, თუმცა ესპანელ სპეციალისტს მანჩესტერ სიტის დატოვება ჯერ-ჯერობით არ სურს.
"პეპის გულში ბაიერნია, თუმცა ამ ზაფხულს მანჩესტერ სიტის დატოვება არ სურს. ესპანელი ბედნიერია გუნდში და რაც მთავარია მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.
მიუნხენის ბაიერნში დაბრუნება ვარიანტად არ განიხილება", - აღნიშნულ განცხადებას პეპ გვარდიოლას ინტერესების დამცველი Tacticgrup-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა. პეპ გვარდიოლამ რეკორდმაისტერთან ერთად სამი ბუნდესლიგის, ორი გერმანიის თასის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა.
ამრიგად რეკორდმაისტერისთვის ტომას ტუხელის შემცვლელის ძიების პროცესი გრძელდება.