სერჟ გნაბრიმ შესაძლოა ევრო-2024 გამოტოვოს
სერჟ გნაბრი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მატჩის 27-ე წუთზე ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა, შესაძლოა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.
Abendzeitung-ის ცნობით 28 წლის გერმანელ შემტევს ბარძაყზე აქვს პრობლემები. ჯერ-ჯერობით უცნობია სრულ რეაბილიტაციას რა პერიოდი დასჭირდება, თუმცა ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ სერჟ გნაბრი გერმანიის ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს.
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივართა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ დიდი ალბათობით სერჟ გნაბრი მიმდინარე სეზონში დარჩენილ შეხვედრებშიც გამოაკლდება რეკორდმაისტერს.
მიმდინარე სეზონშ სერჟ განბრიმ ყველა ტურნირზე მიუნხენის ბაიერნის მაისურით 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 28 წლის შემტევი გარემარბის ანგარიშზე 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.