Sky Sport: მიროსლავ კლოზე შესაძლოა "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბში ვიხილოთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული მიროსლავ კლოზე შესაძლოა „რეკორდმაისტერის“ სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky Sport-ი ავრცელებს.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურებმა აქტიური მოლაპარაკებები განაახლეს ჰანს დიტერ ფლიკთან. “ბაიერნის” ხელმძღვანელობას, კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ფლიკის დაბრუნება სწადია. მსგავს მოცემულობაში მიროსლავ კლოზე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოიაზრება.
შეგახსენებთ, მიროსლავ კლოზე მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში 2007 - 2011 წლებში ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში ის ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პერიოდში მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" 17 წლამდელთა გუნდისა და ავსტრიული "რაინდორფის" თავკაცადაც გვევლინებოდა.