რატომ ჩაიშალა ოლივერ გლასნერთან მოლაპარაკებები?!
ოლივერ გლასნერი მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა, რომელსაც მომავალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა BILD-ის ცნობით კრისტალ პალასმა რეკორდული თანხა მოითხოვა.
BILD იუწყება, რომ რალფ რანგნიკისგან უარის მიღების შემდეგ რეკორდმაისტერის მესვეურები, კონკრეტულად კი მაქს ებერლი და კრისტოფ ფროიდი ოლივერ გლასნერს დაუკავშირდნენ.
მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რადგან კრისტალ პალასის მფლობელმა ნათქვამი ღირებულებით ფაქტობრივად ვეტო დაადო ავსტრიელი სპეციალისტის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერს,
სტივ პერიშმა რეკორდმაისტერს 100 მილიონი ევრო უთხრა. მიუნხენის ბაიერნი კი თავის მხრივ მზად იყო 18 მილიონი ევრო გადაეხადა კრისტალ პალასისთვის. BILD-ის ინფორმაციით ოლივერ გლასნერი 2-წლიან კონტრაქტზე თანახმა იყო, თუმცა მოთხოვნილმა თანხამ მოლაპარაკებები ჩაშალა.