ტომას ტუხელი შესაძლოა ბაიერნში 2026 წლამდე დარჩეს
ტომას ტუხელი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს, თუმცა გერმანელი სპეციალისტი საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფლორიან პლეტენბერგი ტვიტერზე ავრცელებს.
წყაროს ცნობით მოლაპარაკებების ახალი ეტაპის შემდეგ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას ტომას ტუხელთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი დაუბრუნდა, თუმცა მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.
ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორად ტომას ტუხელის მოთხოვნები რჩება, რომელიც კონტრაქტის მოქმედების ვადას ეხება. გერმანელი სპეციალისტი ითხოვს, რომ რეკორდმაისტერთან ახალი ხელშეკრულება მინიმუმ 2026 წლამდე გაფორმდეს.
ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ სიტუაცია უახლოეს დროში გახდება ნათელი.