ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენის ბაიერნში არ დაბრუნდება

ჰანს-დიტერ ფლიკი სავარაუდოდ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე არ დაბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას ტვიტერზე Sky-ს ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით რეკორდმაისტერის მესვეურები და 59 წლის გერმანელი სპეციალისტი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან. მიუნხენის ბაიერნი ჰანს-დიტერ ფლიკს ორ-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა.

მიუნხენის ბაიერნი პარალელურად ასევე რობერტო დე ძერბის კანდიდატურასაც განიხილავს, რომელიც ამ მომენტისთვის ბრაიტონის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

44-წლის იტალიელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი ბრაიტონთან 2026 ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.