ვენსან კომპანის სანაცვლოდ ბაიერნი 10 მილიონს იხდის
ვენსან კომპანი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი ძირითადად კანდიდატად რჩება.
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ტვიტერის პოსტით გვამცნობს, რომ რეკორდმაისტერი ბელგიელი სპეციალისტის სანაცვლოდ ბარნლის 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
წყაროს ინფორმაციით ინგლისელები მიუნხენის ბაიერნის შეთავაზებული თანხით უკმაყოფილოები არიან და 38 წლის სპეციალისტის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
ჟურნალისტის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის მესვეურებმა კონტრაქტის პირადი დეტალები ვენსან კომპანისთან უკვე შეათანხმეს. გასულ კვირას ბელგიელ სპეციალისტს რეკორდმაისტერის სპორტულ დირექტორთან მაქს ებერლისთანაც ჰქონდა შეხვედრა.
სავარაუდოა, რომ მიუნხენის ბაიერნი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვენსან კომპანის დანიშვნის ამბავს ამ კვირაში გააოფიციალურებს.