ვენსან კომპანის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა

ვენსან კომპანის შესახებ პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. Sky-თან ინტერვიუში კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბელგიელი სპეციალისტის რეკორდმაისტერში მოსვლა დაადასტურა.

"ჩვენმა დირექტორმა ვენსან კომპანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა გადაწყვიტა. სანამ აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად განვაცხადებთ, ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე დეტალის დაზუსტებას", - კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს ციტირებს Sky.

შეგახსენებთ, რომ 38-წლის ბელგიელი სპეციალისტი ბარნლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა. 2023/24 წლების სეზონში ვენსან კომპანის გაწვრთნილი გუნდი 19-ე ადგილზე გავიდა და ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატიდან გამოვარდა.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნმა მიმდინარე სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.