ვენსან კომპანი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელია
ვენსან კომპანი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა. 38 წლის ბელგიელ სპეციალისტთან რეკორდმაისტერმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
ვენსან კომპანიმ ტომას ტუხელი ჩაანაცვლა, რომელმაც აწ უკვე გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ პირველად 12 წლის მანძილზე მიუნხენის ბაიერნმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
"მოუთმენლად ველი ბაიერნში გამოწვევებს. ჩემთვის ამ კლუბის წარმომადგენლობა დიდი პატივია. მიუნხენის ბაიერნი საერთაშორისო ფეხბურთის ინსტიტუტია. მიყვარს ბურთის ფლობა, კრეატიული მიდგომა. ჩვენ აგრესიულები და ძლიერები უნდა ვიყოთ მოედანზე.
მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან მუშაობას, გუნდის ფორმირების პროცესს. როდესაც ფუნდამენტი შექმნილია წარმატება აუცილებლად მოვა", - განაცხადა ვენსან კომპანი.