ალფონსო დევისს ბაიერნი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს
ალფონსო დევისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მიუნხენის ბაიერნის მესვეურები განაგრძობენ მუშაობას. TZ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერმა კანადელ ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა.
იმ შემთხვევაში, თუ ალფონსო დევისი მიუნხენის ბაიერნის წინადადებას დასთანხმდება ეს უკანასკნელი 13 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით წელიწადში, დამატებით 4 მილიონ ევროს კი ბონუსებით.
აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის სპორტულ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელსაც ორივეს სურთ ალფონსო დევისის გუნდში დარჩენა, თუმცა აბსოლუტურად ყველაფერზე წასვლას ბავარიელები არ აპირებენ.
TZ-ს ცნობით მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაა ალფონსო დევისთან დაკავშირებით. ზოგს ეჭვი ეპარება საერთოდ ღირს კი კანადელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება, რადგან მისი განვითარებით დიდად კმაყოფილები არ არიან.