თომას მიულერი: შანსი კიდევ გვაქვს

თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაზე საუბრობს. რეკორდმაისტერის ლეგენდა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გერმანულ გრანდს ტოვებს, მიიჩნევს, რომ შანსი ბავარიელებს კიდევ აქვთ.

"ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ, თუმცა შემდეგ... ყველაფრის გაანალიზება იქნება საჭირო, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთ მოქმედება შეგვეძლო. ფეხბურთში ყოველთვის მნიშვნელობა გოლებს აქვს. არ მინდა ფეხბურთის სისასტიკეზე ვისაუბრო. უკან მხოლოდ ორთაბრძოლის ნახევარია. სხვა შედეგს ვისურვებდით, თუმცა გვესმის, რომ ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ არ არის.

ვფიქრობ ინტერის გასაღები მოვძებნეთ, თუმცა სამწუხაროდ კარგი შანსების გამოყენება ვერ მოვახერხეთ, რომ 1:0 დაგვეფიქსირებინა. ამრიგად შეგრძნებებიც განსხვავებული იყო. ალბათ დასაწყისში უფრო დაჟინებით უნდა გვეთამაშა. ინტერი ის გუნდია, რომელსაც შეუძლია საკუთარი თამაშის ტემპი გიკარნახოს. იტალიელების წინააღმდეგ თამაში რთულია.

ადვილი გასეირნება არ გვქონია და ამას არც ველოდით. ფეხბურთში მთავარი მარტო მთავარი მომენტები არ არის, მნიშვნელოვანია მათი რეალიზება. მომენტები გვქონდა, თუმცა ბოლო კონტრშეტევამ ანგარიში 1:2 გახადა. ეს რომ არა ანგარიში 1:1 დარჩებოდა და მარცხს გადავურჩებოდით, ხოლო მიულერი კიდევ ერთ ფურცელს დაწერდა ბაიერნის ისტორიაში. ინტერს უნდა ვუსაყვედურო ამის გამო (იცინის)", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თომას მიულერმა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.