ვენსან კომპანი: ტრავმების მიუხედავად სახიფათო გუნდი ვართ

ვენსან კომპანი ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაზე საუბრობს. მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

"პირველ გაშვებულ გოლამდე ვგრძნობდი, რომ ბურთით კარგი ტემპი გვქონდა. ვქმნიდით მომენტებს. ოლისეს საკმაოდ სახიფათო მომენტი ჰქონდა პირველ ტაიმში. დორტმუნდის პირველი გოლის შემდეგ მატჩი სათასო დაპირისპირებას დაემსგავსა. გულშემატკივარი, რომ ვყოფილიყავი ასეთი მატჩის ბილეთს აუცილებლად ვიყიდიდი.

თუმცა, როგორც მწვრთნელს რათქმაუნდა სურვილი გაქვს შენმა გუნდმა მეტად აკონტროლოს შეხვედრა. სასურველია ისე გავაგრძელოთ, როგორც პირველ ტაიმში. ბოლომდე ვიბრძოდით, რომ ბურთი მოგვეპოვებინა. ჩვენი მოწინააღმდეგეც იმავეს აკეთებდა.

ასეთი შეხვედრები, რომ არ იყოს გული დაგვწყდებოდა. ამ უქმეებზე გვინდოდა ბაიერთან 6 ქულიანი სხვაობის შენარჩუნება. სეზონის ამ ეტაპზე თითოეული ქულის მოპოვება საკმაოდ რთულია, ამიტომ ვფიქრობ ეს კარგი შედეგია,

თითოეულ მატჩში მოსაგებად გავდივართ. ამიტომ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა. ბოლო დროინდელი ტრავმების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ერთობის ენერგია გვქონდა.

ჩვენმა გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ უკანასკნელ ორ შეხვედრაში 50-ჯერ დავარტყით კარისკენ. ეს ტყუილი არ არის. 50-ჯერ დავურტყით კარისკენ ორ გუნდს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე იმყოფებიან. რათქმაუნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის, თუმცა გვაქვს მენტალიტეტი და რწმენა. ტრავმების მიუხედავათ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია სახიფათოები ვიყოთ
", - განაცხადა ვენსან კომპანიმ.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.