იოზუა კიმიხი: ბაიერნი ყოველთვის უკეთესი გუნდია

იოზუა კიმიხი მიუნხენის ბაიერნის უკანასკნელ შეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგებზე საუბრობს. გერმანელი ფეხბურთელი გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ ხშირ შემთხვევაში რეკორდმაისტერი მოწინააღმდეგეზე უკეთესი გუნდია, თუმცა ეს რეზულტატში არ ისახება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ინტერთან 1:2 დამარცხდა. ბუნდესლიგის 29-ე ტურში კი ალიანც არენაზე დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და ვენსან კომპანის გუნდი 2:2 ანგარიშს დასჯერდა.

"ყველაზე მეტად ახლა ის მაღიზიანებს, რომ მინდორზე ბაიერნი თითქმის ყოველთვის უკეთესი გუნდია, თუმცა ეს რეზულტატში არ ისახება.

ჩვენ უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ და ბევრ კარგ მომენტს ვქმნით, თუმცა ამ მომენტებს ვერ ვიყენებთ
", - ამბობს იოზუა კიმიხი.

მიუნხენის ბაიერნი 16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მილანში გამართავს. მიუხედავად პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხისა სხვაობა მინიმალურია და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი რეკორდმაისტერს აქვს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.