ჰარი კეინი: ფეხბურთში მთავარი მომენტების რეალიზაციაა

ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპის ორ-მატჩიან დაპირისპირებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ რეკორდმაისტერმა მილანში ფრედ 2:2 ითამაშა და ორი-მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა ინტერთან.

"ჩვენ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ. ორი მატჩის ჯამში ჩვენ საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა. დღეს სტანდარტული სიტუაციებიდან ორი ბურთის გაშვება უბრალოდ დანაშაული იყო. ამან სრულად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა.

ჩვენ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. ფეხბურთში მთავარი მომენტების რეალიზაციაა. დღეს ინტერმა მომენტები უკეთ გამოიყენა, ვიდრე ჩვენ", - ასე აფასებს რეკორდმაისტერის ორ-მატჩიან დუელს ჰარი კეინი.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.