ჰარი კეინი: ბუნდესლიგის ტიტული მიუნხენში უნდა დავაბრუნოთ
ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის შემდეგ მიუნხენის ბაიერნსა და სეზონის დარჩენილ ნაწილზე საუბრობს. ინგლისელის თქმით ინტერთან დაპირისპირებას არ შეიძლება მთელი სეზონი გააფუჭებინონ.
"როდესაც მიუნხენის ბაიერნში თამაშობ, ელოდები რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარ-ფინალში და ფინალში გახვალ. ტურნირის განმავლობისას რაუნდიდან რაუნდამდე ვუმატებდით. კარგად გვესმოდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო. ასეთია ფეხბურთი.
ჩვენ არ უნდა მივცეთ ინტერთან დაპირისპირებას უფლება მთელი სეზონი გაგვიფუჭოს. ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული მიუნხენში უნდა დავაბრუნოთ. მომავალი მატჩი რამდენიმე დღეში გვაქვს, ახლა უნდა ავდგეთ და კვლავ გამარჯვების გზას დავუბრუნდეთ", - განაცხადა ჰარი კეინმა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის 30-ე ტურში სტუმრად ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს ეწვევა. შეხვედრა 19 აპრილს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.