ანონსი: ჰაიდენჰაიმი - ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონატს უბრუნდება. ბუნდესლიგის 30-ე ტურში რეკორდმაისტერი სტუმრად 16-ე ადგილზე მყოფ ჰაიდენჰაიმს ეწვევა.
ცხადია, რომ ჰაიდენჰაიმმა მიმდინარე სეზონი ჩააგდო და გასავარდ ზონაშია. გუნდის აქტივში 22 ქულაა, რაც უახლოეს მდევართან შედარებით შვიდი ქულით ნაკლებია. ამრიგად მასპინძლების მიზანია რამენაირად ადგილი შეინარჩუნონ გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატში.
წინა ტურში ჰაიდენჰაიმმა სტუმრად აინტრახტთან განიცადა 0:3 მარცხი, ხოლო მანამდე საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის ბაიერთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო შეხვედრა.
მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა 1/4 ფინალურ ეტაპზე ინტერთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა.
ახლა რეკორდმაისტერი სრულად გადაერთვება შიდა ჩემპიონატზე და დარჩენილ ხუთ ტურში ეცდება პირველი ადგილი შეინარჩუნოს.
რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის წინა ტურში დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და ფრეს 2:2 დასჯერდა.
ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის ბაიერნის სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება: