ტეო ერნანდესის სანაცვლოდ მილანი 100 მილიონს ითხოვს
ტეო ერნანდესის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. ცნობილია, რომ მიუნხენის ბაიერნი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულია, თუმცა მილანი ფრანგის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს.
La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგი მცველი მილანთან ახალი კონტრაქტის გაფორმების მოლოდინშია და რაც მთავარია ანაზღაურების გაზრდა სურს.
გაცნობებთ, რომ ტეო ერნანდესი ამ მომენტისთვის მილანში წლიურ 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა ფეხბურთელის სურვილია რაფაელ ლეაუს მსგავსი გასამსჯელო ჰქონდეს, რაც წლიურად 7 მილიონ ევრომდეა ბონუსების ჩათვლით.
თუ იტალიური გრანდი ფეხბურთელთან განშორებას გადაწყვეტს სასურველია ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში განხორციელდეს, სანამ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ 2 წელია დარჩენილი.
როსონერის ტრანსფერის შემთხვევაში მაქსიმალური ოდენობის თანხის მიღება სურს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოტენციურ მყიდველებს 100 მილიონ ევროს სთხოვს.
ტეო ერნანდესის შეძენით დაინტერესებული კი მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნია.