ვენსან კომპანი: უნაკლო მატჩი იყო

ვენსან კომპანი ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაზე საუბრობს. რეკორდმაისტერი სტუმრად ჰაიდენჰაიმს ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით 0:4 გაიმარჯვა. ბელგიელი სპეციალისტი გერმანული გრანდის დღევანდელ მატჩს უნაკლოს უწოდებს.

"ვიცი ახლა ყველა იმას იტყვის, რომ მიუნხენის ბაიერნისთვის ასე გამარჯვება დამახასიათებელია, თუმცა თუ ჰაიდენჰაიმის უკანასკნელ რამდენიმე თამაშს ნახავთ, განსაკუთრებით კი ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ, მიხვდებით, რომ მოწინააღმდეგე რთულ სიტუაციაში იყო. სწორედ ამიტომ ვიცოდი, რომ აქ ადვილი შეხვედრა არ გველოდებოდა.

მძიმე კვირის შემდეგ ბიჭების მხრიდან ეს უნაკლოდ ჩატარებული მატჩი იყო. მინდა შევაქო ისინი", - ამბობს ვენსან კომპანი.

ამრიგად მიუნხენის ბაიერნმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები ბუნდესლიგაში და 72 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება. უახლოესი მდევარი ლევერკუზენის ბაიერი კი მეორე საფეხურზეა 63 ქულით,

ჩაბი ალონსოს გუნდს ჯერ 30-ე ტურის მატჩი არ უთამაშია. ფარმაცევტები ამ უქმეების შეხვედრას ხვალ ზტ. პაულის წინააღმდეგ გამართავენ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.