სტატისტიკა: ჰაიდენჰაიმი 0:4 ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგაზე ორ-მატჩიანი მარცხის შემდეგ ვენსან კომპანის შეგირდები ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდნენ. ბუნდესლიგის 30-ე ტური მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ვოიტ-არენაზე ჰაიდენჰაიმს ესტუმრა და დამაჯერებლად 0:4 გაიმარჯვა.
მატჩში ანგარიშის გახსნა მაიკლ ოლისეს პასის შემდეგ 13-ე წუთზე ჰარი კეინმა მოახერხა. უმალვე რამდენიმე წუთში კონრად ლაიმერმა გაზარდა სხვაობა ორ ბურთამდე. პირველი ტაიმის მიწურულს კი კინგსლი კომანმა დააფიქსირა პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 0:3.
მიუნხენის ბაიერნმა მეორე ტაიმიც საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ვენსან კომპანის გუნდი ბურთს აკონტროლებდა და ძირითადად მეტოქის ნახევარზე ცდილობდნენ ბურთის კონტროლს.
მატჩის 56-ე წუთზე იოზუა კიმიხმა საბოლოო ანგარიში 0:4 დააფიქსირა და რეკორდმაისტერმაც მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
გთავაზობთ დღევანდელი მატჩის სტატისტიკას: