ჩაბი ალონსო: მათემატიკურად საჩემპიონო ბრძოლა არ დასრულებულა
ჩაბი ალონსო ბუნდესლიგაში ლევერკუზენის ბაიერის ჩემპიონობის შანსებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ფარმაცევტებმა სანკტ პაულისთან ფრედ 1:1 ითამაშეს და რეკორდმაისტერთან ჩამორჩენა 8 ქულამდე გაიზარდა.
"მათემატიკურად საჩემპიონო ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა კარგად გვესმის, რომ მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრი ფრე ვითამაშეთ. რვა ქულიანი ჩამორჩენა საკმაოდ ბევრია.
სანკტ პაულისთან შეხვედრაში იყო მონაკვეთი, როდესაც საკმარისად თავდაჯერებულად ვერ ვითამაშეთ, ხოლო მატჩის მიწურულს გაშვებული გოლი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენთვის.
სამწუხაროდ შეხვედრის ბოლოსკენ კონტრშეტევებისგან შედეგი ვერ მივიღეთ. დაფიქსირებულს შედეგს რათქმაუნდა მისაღებს ვერ დავარქმევთ", - განაცხადა ჩაბი ალონსომ.
მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის 31-ე ტურის შეხვედრას 26 აპრილს საკუთარ მოედანზე მაინცის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ლევერკუზენის ბაიერი ბაიარენაზე აუგსბურგს უმასპინძლებს.