ფლორიან ვირცთან თითქმის შეთანხმდა ტრანსფერი

ფლორიან ვირცი კვლავ ყურადღების ცენტრშია. Foot Mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის მესვეურები აქტიურად განაგრძობენ 21 წლის შემტევის ტრანსფერზე მუშაობას და მის წარმომადგენლებთან თითქმის შეათანხმეს გადასვლის საკითხი.

წყაროს ინფორმაციით ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ლევერკუზენის ბაიერსა და მიუნხენის ბაიერნს შორის ჯერ-ჯერობით არანაირი შეთანხმება არ არის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ფლორიან ვირცისთვის ბრძოლას განაგრძობენ მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტიც. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი 21 წლის შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 140 მილიონ ევროდ აფასებს.

transfermarkt ფლორიან ვირცის რეკორდმაისტერში ტრანსფერის ალბათობას 42%-ით აფასებს, მადრიდის რეალში 35%-ით, ხოლო მანჩესტერ სიტში 21-წლის გერმანელის გადასვლის ალბათობა 38% შეადგენს.

ფლორიან ვირცს მოქმედი კონტრაქტი ფარმაცევტებთან 2027 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.