ერიკ დაიერი მიუნხენის ბაიერნს დატოვებს
ერიკ დაიერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ინგლისელი მონაკოს ფეხბურთელი გახდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. 31-წლის მცველის კონტრაქტი მონაკოსთან 2027 წლის ივნისის ბოლომდე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველი მიუნხენის ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. შეგახსენებთ, რომ ერიკ დაიერი რეკორდმაისტერის ღირსებას 2024 წლიდან იცავს.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი ერიკ დაიერის მონაკოში ტრანსფერის ალბათობას ამ მომენტისთვის 98% აფასებს. 31-წლის ცენტრალური მცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება კი 8 მილიონ ევროს შეადგენს.