მიუნხენის ბაიერნი რონალდ არაუხოს შეძენას აპირებს
რონალდ არაუხო, რომელიც ამ მომენტისთვის კატალონიის ბარსელონას ღირსებას იცავს მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანია. Diario Sport-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერი შეეცდება ტრანსფერი ამ ზაფხულსვე განახორციელოს.
26 წლის ურუგვაელს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2031 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული, თუმცა ცნობილია მის ხელშეკრულებაში ჩადებული გამოსყიდვის პუნქტი, რომლის მიხედვითაც რონალდ არაუხოს შეძენა 65 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ გამოსყიდვის პუნქტი 1-დან 15 ივლისამდე იქნება აქტიური.
რეკორდმაისტერის მესვეურები დაცვის ხაზის ხარისხობრივად გადაწყობას აპირებენ, ამიტომ ურუგვაელი ახალი გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
Diario Sport წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი მზად არის 26-წლის ურუგვაელის ტრანსფერის გამო კიმ მინ-ჯაეს შეელიოს, რომლითაც იუვენტუსი, ჩელსი და ნიუკასლი ინტერესდება. სამხრეთ კორეელის ტრანსფერით გამომუშავებული თანხა კი რონალდ არაუხოს შესაძენად გამოიყენოს.