ერიკ დაიერი მიუნხენის ბაიერნს დატოვებს
ერიკ დაიერი მიუნხენის ბაიერნს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დატოვებს, აღნიშნული ინფორმაცია ლაიპციგთან გასამართ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტოფ ფროიდმა დაადასტურა.
"ჩვენ ერიკთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, თუმცა ამ უკანასკნელმა განგვიცხადა, რომ არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
ის დიდებული ადამიანია და ერთად შესანიშნავი დრო გავატარეთ. იმედი მაქვს ბაიერნში თავის ასპარეზობას მის პირველ ტიტულთან ერთად დაასრულებს", - განაცხადა კრისტოფ ფროიდმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ერიკ დაიერი რეკორდმაისტერში ტოტენჰემიდან გადმოვიდა იჯარის წესით, ხოლო შემდეგ გერმანულმა გრანდმა მას მუდმივი კონტრაქტიც გაუფორმა.
ამ მომენტისთვის ერიკ დაიერმა მიუნხენის ბაიერნის მაისურით ჯამში 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანა მოახერხა. თუ რეკორდმაისტერი წელს ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდება ეს დაიერისთვის კარიერაში პირველი ტიტული იქნება.