მარკუს ბაბელი: ბაიერნი თომას მიულერს სათანადოდ არ ექცევა
მარკუს ბაბელი თომას მიულერთან დაკავშირებით მიუნხენის ბაიერნის გადაწყვეტილებას ეხმაურება. 35-წლის გერმანელმა უკვე დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რეკორდმაისტერს დატოვებს.
"თომასს მიუნხენის ბაიერნში კარიერის დასრულებამდე სურს დარჩენა. ის ფიქრობს, რომ კიდევ ერთი ორი წელი შეძლებს თამაშს, ხოლო კლუბი მიიჩნევს რომ ის ძველი მიულერი აღარაა. ეს სავსებით ნორმალურია.
წინააღმდეგი ვარ იმ ფაქტის, რომ მიუნხენის ბაიერნმა თომას მიულერს ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზა. მესმის კიბატონო. ის 35 წლისაა, მაგრამ საქმე ასე არ კეთდება, ეს სრული აბსურდია, რომელიც ბაიერნისთვის დამახასიათებელია.
შენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფეხბურთელი გყავს და მისი ნორმალურად გაცილება არ შეგიძლია. ის თავად უნდა მიხვდეს ამ ყველაფერს? კლუბი ძალიან ბევრ სისულელეს სჩადის.
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ მიუნხენის ბაიერნი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი თომას მიულერთან მიმართებაში ამდენად სიგიჟეს სჩადიოდეს.
უბრალოდ უთხარით მას პირში: თომას ჩვენი თვალსაზრისით შენ ვეღარ ქაჩავ. ჩვენ არ გვინდა შენ სათადარიგოთა სკამზე დაგსვათ, ან უფრო უარესი ტრიბუნებზე. ეს თომას მიულერს არ შეეფერება. შენ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდებულესი ხარ.
ამიტომ გვსურს სეზონის ბოლოს გაცილება მოგიწყოთ, რომ ოვაციებით შეძლო კლუბის დატოვება. ხოლო თუ კვლავ გსურს თამაშის გაგრძელება შეგიძლია ამერიკაში წახვიდე, ან სხვა ქვეყანაში, შემდეგ უკან დაბრუნდე და ერთად მოვიფიქროთ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი.
რა არის ამაში რთული? ჩემთვის გაუგებარია! მიუნხენის ბაიერნისთვის ეს დამახასიათებელია. ფრანც ბეკენბაუერი და გერდ მიულერიც ასე პანღურით გაუშვეს კლუბიდან. რატომ? რა არის ამ ყველაფერში რთული? უბრალოდ ვერ ვიჯერებ იმას, რასაც ბაიერნის ხელმძღვანელობა აკეთებს", - ამბობს მარკუს ბაბელი.