თომას მიულერის პასუხი სამომავლო გეგმებზე

თომას მიულერი, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს დატოვებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს თუ სად შეიძლება კარიერა გააგრძელოს.

აღსანიშნავია, რომ 35-წლის რეკორდმაისტერის ლეგენდა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერაში პირველად გამოიცვლის კლუბს და სხვა გუნდის მაისურს მოირგებს.

"სად გავაგრძელებ მომავალში კარიერას? წარმოდგენა არ მაქვს, ამას უახლოეს კვირებში ვნახავთ. საკუთარ თავზე ზედმეტ წნეხს არასდროს ვტვირთულობდი და არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას", - თომას მიულერის სიტყვებს ციტირებს Bayern & Germany.

დიდი ალბათობით მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა 13-დ გახდება გერმანიის ჩემპიონი. ვენსან კომპანის შეგირდებს ბუნდესლიგის 32-ე ტურში ლაიპციგის დამარცხების შემთხვევაში შეუძლიათ 2 ტურით ადრე ოფიციალურად გაიფორმონ ჩემპიონობა.

ხოლო თუ სად გააგრძელებს თომას მიულერი კარიერას ამას უახლოესი კვირები გვიჩვენებს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.