ანონსი: ლაიპციგი - ბაიერნი

ბუნდესლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ერთმნიშვნელოვნად ლაიპციგი - მიუნხენის ბაიერნი იქნება. ეს უკანასკნელი ეცდება წინა ტურში დამამცირებელი მარცხის შემდეგ საკუთარ კედლებში გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოახდინოს.

აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერს ჯერ კიდევ გასულ კვირას შეეძლო ბუნდესლიგის ტიტულის მოპოვება, თუმცა საჭირო იყო უახლოეს მდევარს ქულები დაეკარგა. 32-ე ტურში კი ყველაფერი რეკორდმაისტერზე იქნება დამოკიდებული.

ლაიპციგს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ვილი ორბანი და პიტერ გულაჩი ახლახან შეუდგნენ ინდივიდუალურ ვარჯიშებს და სავარაუდოდ რეკორდმაისტერთან გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ.

ლაიპციგის დახმარებას ელ-შადაი ბიჩიაბუც ვერ შეძლებს, რომელიც გასულ ტურში მოედნიდან იქნა გაძევებული.

რეკორდმაისტერის შემადგენლობა ლაიპციგთან კი სავარაუდოდ ასეთი უნდა იყოს:

40
ურბიგი
44
სტანისიჩი
15
დაიერი
27
ლაიმერი
23
ბოე
45
პავლოვიჩი
6
კიმიხი
10
სანე
7
გნაბრი
17
ოლისე
25
მიულერი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.