თომას მიულერი: გვარდიოლას შემდეგ სხვა კომბინაციები აღარ მუშაობს

თომას მიულერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს დატოვებს. ვეტერანი გერმანელი შემტევი ერთგვარ შეჯამებას აკეთებს და რეკორდმაისტერში ხოსეპ გვარდიოლას პერიოდს იხსენებს.

თომას მიულერი ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბავარიაში პეპ გვარდიოლას შემდეგ, ანუ დაახლოებით 10 წელია, გერმანული გრანდისთვის არასტაბილური გამოდგა.

"გვარდიოლას შემდეგ მწვრთნელებისა და მოთამაშეების სხვა კომბინაციები ისე აღარ მუშაობდა, როგორც უნდა ემუშავა", - ამბობს თომას მიულერი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნს 2013 - 2016 წლებში წვრთნიდა, მის შემდეგ გერმანულმა გრანდმა რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა, ძირითადად ყველა გერმანელი გახლდათ.

მიუხედავად თომას მიულერის მოსაზრებისა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში 2020 წელს შეძლო მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.