იოსიპ სტანიშიჩი: ტიტულის მიუნხენში დაბრუნება მნიშვნელოვანია

იოსიპ სტანიშიჩი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გერმანული გრანდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის ჩემპიონის ტიტულის ქალაქ მიუნხენში დაბრუნებას.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე რეკორდმაისტერი სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე 72 ქულით იმყოფება და უახლოეს მდევარს ლევერკუზენის ბაიერს 8 ქულით უსწრებს.

"ჩვენთვის ისევე, როგორც მიუნხენის ბაიერნის თითოეული გულშემატკივრისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნდესლიგის ტიტულის მიუნხენში დაბრუნებას. ამაზე მთელი სეზონის განმავლობაში ვმუშაობდით.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე სამართლიანი ტიტულია, რადგან ის 34 შეხვედრაში უნდა მოიპოვო", - ამბობს იოსიპ სტანიშიჩი.

ბუნდესლიგის მორიგ მატჩს კი მიუნხენის ბაიერნი საკუთარ კედლებში მაინცის წინააღმდეგ 26 აპრილს თბილისის დროით 17:30 საათზე გამართავს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.