სტატისტიკა: ლაიპციგი 3:3 ბაიერნი

ბუნდესლიგის 32-ე ტური მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად რედ ბულ არენაზე ლაიპციგის წინააღმდეგ გამართა. ვენსან კომპანის შეგირდებს გამარჯვების შემთხვევაში შეეძლოთ დღესვე გაეფორმებინათ ჩემპიონის ტიტული, თუმცა საკმაოდ დრამატული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

ლაიპციგმა შეხვედრის დაწყებიდან მალევე 11-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახნსა. ხავი სიმონსის გადაცემით სესკომ ისარგებლა და იონას ურბიგის კარის დალაშქვრა შეძლო.

მეორე გოლი კი ლაიპციგმა პირველი ტაიმის მიწურულს მატჩის 39-ე წუთზე კლოსტერმანის დარტყმულით შეძლო. მიუნხენის ბაიერნმა ერთი გოლის გაქვითვა საკმაოდ გვიან 62-ე წუთზე მოახერხა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ერიკ დაიერმა ზუსტად გაგზავნა კარის ჩარჩოში.

ზუსტად ერთ წუთში 63-ე წუთძე კი მაიკლ ოლისემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება 2:2.  ხაზგასასმელია, რომ ამის შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა თითქოს ერთგვარი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, რაც მატჩის მიწურულს 83-ე წუთზე ლეროი სანეს გოლში აისახა, ანგარიში 2:3.

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ტრიბუნებიდან ჰარი კეინიც კი ჩამოვიდა, რათა ჩემპიონობა ეზეიმა, თუმცა დამატებით დროში ხავი სიმონსმა მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა და ერთი-ერთზე გასულმა პოულსენმა იონას ურბიგი უშანსოდ დატოვა 3:3.

ამრიგად მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონობა დროებით გადაიდო, ხოლო დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

ლაიპციგი3:3მიუნხენის ბაიერნი
38%ბურთის ფლობა62%
8დარტყმები20
6კარში დარტყმა6
2კუთხურები7
2თამაშგარე2
9ჯარიმები6
3ყვითელი ბარათები1
0წითელი ბარათები0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.