სტატისტიკა: ბაიერნი 3:0 მაინცი

დასრულდა ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩი მიუნხენის ბაიერნსა და მაინცს შორის. ვენსან კომპანის შეგირდებმა საკუთარ კედლებში დამაჯერებლად ანგარიშით 3:0 იმარჯვეს და მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა 27-ე წუთზე ლეროი სანემ მოახერხა. პირველი ტაიმის მიწურულს კი 40-ე წუთზე მაიკლ ოლისემ გააყოლა მეორე ბურთი შესვენებაზე მაინცს. საბოლოო ანგარიში კი ერიკ დაიერმა დააფიქსირა, რომელმაც ოლისეს ჩაწოდებით ისარგებლა და 84-ე წუთზე 3:0-მდე გაზარდა რეკორდმაისტერის უპირატესობა.

მიუნხენის ბაიერნი მორიგ მატჩს სტუმრად ლაიპციგის წინააღმდეგ 3 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზე გამართავს. დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

მიუნხენის ბაიერნი3:0მაინცი
59%ბურთის ფლობა41%
14დარტყმები18
6კარში დარტყმა3
4კუთხურები4
1თამაშგარე0
13ჯარიმები17
2ყვითელი ბარათები2
0წითელი ბარათები0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.