სტატისტიკა: ინტერი 2:2 ბაიერნი
დასრულდა მიუნხენის ბაიერნსა და ინტერს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა. სტადიო ჯუზეპე მეაცაზე ვენსან კომპანის შეგირდებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს. საბოლოო ანგარიში 2:2 ჯამში კი 3:4 და ეს იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშნენ.
ანგარიში ჰარი კეინმა მატჩის 52-ე წუთზე გახსნა, რასაც უმალვე ნერაძურიმ ორი გოლით უპასუხა. ჯერ 58-ე წუთზე მარტინესმა ისარგებლა საჯარიმოში არეულობით და შემდეგ 61-ე წუთზე ექს-ბავარიელმა პავარმა შესანიშნავი თავური დარტყმით აიღო იონას ურბიგის კარი.
მიუნხენელებმა წონასწორობის აღდგენა მატჩის 76-ე წუთზე შეძლეს. სერჟ გნაბრის ჩაწოდების შემდეგ დაიერმა თავურით ულამაზესი გოლი გაუტანა ინტერს, თუმცა ეს გამარჯვებისთვის და შემდეგ ეტაპზე გასასვლეად საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეხვედრის მიწურულს ვენსან კომპანის შეგირდებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე შანსი. გამოსარჩევია თომას მიულერის თავური დარტყმა, რომელიც ზომერმა მოიგერია.
გთავაზობთ დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკას: