მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია
ბუნდესლიგის 32-ე ტურში ჩაბი ალონსოს ლევერკუზენის ბაიერი სტუმრად ფრაიბურგს ეთამაშა. ფარმაცევტებმა შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს და დარჩენილ ტურებში ჩემპიონობისთვის ბრძოლის ყველანაირი შანსი დაკარგეს.
ამ მომენტისთვის ლევერკუზენის ბაიერი მიუნხენურ გრანდს 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ამრიგად ჩაბი ალონსოს გუნდს ჩემპიონობის ყველანაირი მათემატიკური შანსი გაუქრა.
აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტები წლევანდელ სეზონს ტიტულის გარეშე დაამთავრებენ.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ 13 წლის მანძილზე მიუნხენის ბაიერნი 12-ჯერ ხდება გერმანიის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა 2013-23 წლებში მიყოლებით 10-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
გაცნობებთ, რომ ეს პირველი ოფოციალური ტიტული იქნება ბელგიელი ვენსან კომპანისთვის, რომელიც მიუნხენის ბაიერნში მოსვლამდე 2020-22 წლებში ჯერ ანდერლეხტს, ხოლო 2022-24 წლებში ბარნლის წვრთნიდა.
ნანატრი ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად ჰარი კეინსაც ჩაეწერება აქტივში, რომელსაც კარიერის განმავლობაში არცერთი ტიტული არ ჰქონდა მოგებული აქამდე.