იულიან ნაგელსმანმა ბაიერნს ჩემპიონობა მიულოცა

იულიან ნაგელსმანი, რომელიც ამ მომენტში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის ჩემპიონი გუშინ ოფიციალურად გახდა. ლევერკუზენის ბაიერმა ფრაიბურგთან ფრე 2:2 ითამაშა და დარჩენილ ორ ტურში ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგა.

"მინდა მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგის ჩემპიონობა მივულოცო. განსაკუთრებით კი ვენსან კომპანის, რომელმაც მწვრთნელის რანგში გერმანიაში პირველი ტიტული მოიგო.

ბაიერნში მოასპარეზე ყველა გერმანელი ფეხბურთელის გამო გახარებული ვარ. განსაკუთრებით კი თომას მიულერის გამო, რომელიც ბაიერნიდან წასვლამდე გერმანიის ჩემპიონატის 13 გზის გამარჯვებული გახდა. ის მიდის გუნდიდან, როგორც ნამდვილი ლეგენდა", - იულიან ნაგელსმანის სიტყვებს ციტირებს Bayern & Germany.

შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი მიუნხენის ბაიერნს 2021 - 2023 წლებში წვრთნიდა.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.