ჩაბი ალონსო: ამ სეზონში ბაიერნი ყველაზე სტაბილური იყო

ჩაბი ალონსო ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩის შემდეგ მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონობას ულოცავს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ლევერკუზენის ბაიერმა გასვლაზე ფრაიბურგთან ფრედ 2:2 ითამაშა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

"თამაში სამი ფაზისგან შედგებოდა. პირველი 15 წუთი შესანიშნავად გამოვიყურებოდით, თუმცა შემდეგ ფრაიბურგმა საგრძნობლად მოუმატა. მოწინააღმდეგეს ბევრის უფლება მივეცით და გადაცემებს ხშირად ვაფუჭებდით.

ჩვენმა პირველმა გატანილმა გოლმა სულისკვეთება აგვიმაღლა, მატჩის მიწურულს საგრძნობლად მომატებული გვქონდა. მიხარია, რომ ჯონათან ტამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მინდა მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონობა მივულოცო. ამ სეზონში რეკორდმაისტერი ყველაზე სტაბილური გუნდი იყო", - განაცხადა ჩაბი ალონსომ.

ბუნდესლიგის 33-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მიონხენგლაბახის ბორუსიას დაუპირისპირდება. ალიანც არენაზე მატჩი 10 მაისს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.