თომას მიულერმა ტონი კროოსის რეკორდი გაიმეორა

თომას მიულერი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა. გუშინ ლევერკუზენის ბაიერმა ფრაიბურგთან ქულები დაკარგა და დარჩენილ ორ ტურში ჩემპიონობის ყველა შანსი გაუქრა, ამრიგად ბავარიელებმა წელს ბუნდესლიგა ოფიციალურად გაიფორმეს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ბუნდესლიგის ტიტული 35-წლის თომას მიულერისთვის კარიერაში რიგით 34-ე აღმოჩნდა და გერმანელ ფეხბურთელებს შორის ტონი კროოსის რეკორდი გაიმეორა.

თომას მიულერმა ამ მიღწევით ექს-მანჩესტერელის რაიან გიგსის რეკორდიც გაიმეორა. ტოპ 5 ჩემპიონატში 13 ეროვნული ჩემპიონატის ტიტული აქამდე მხოლოდ რაიან გიგსს ჰქონდა მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მისტერ ბაიერნი მშობლიურ კლუბს დაემშვიდობება და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.

ბუნდესლიგის მორიგი ტურის შეხვედრას კი მიუნხენის ბაიერნი 10 მაისს ალიანც არენაზე მიონხენგლადბახის ბორუსიას წინააღმდეგ თბილისის დროით 20;30 საათზე გამართავს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.