მანუელ ნოიერი: გუნდი უფრო მეტად შეიკრა

მანუელ ნოიერმა წელს ბაიერნის მიერ მოპოვებული ბუნდესლიგის ტიტული განსაკუთრებულად დაასახელა. რეკორდმაისტერის კარის დარაჯი მიიჩნევს, რომ წლევანდელმა ჩემპიონობამ გუნდი უფრო მეტად შეკრა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ოფიციალურად გერმანიის ჩემპიონი ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა. უახლოესმა მდევარმა ლევერკუზენის ბაიერმა ფრაიბურგთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში ქულები დაკარგა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

"წლევანდელი ტიტული განსაკუთრებულია, რადგან შარშან ბუნდესლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ დიდ ხნიანი გამარჯვებების ფაზის შემდეგ. უტიტულო სეზონი ყოველთვის ძალიან მძიმეა, ამიტომ სეზონის დასაწყისიდანვე მაქსიმალურად მოტივირებულები ვიყავით.

წლევანდელი ტიტული ამტკიცებს, რომ ჩვენ კარგი გუნდი ვართ და უფრო შევიკარით, ამიტომ ეს განსაკუთრებული მოვლენაა. თითოეულმა მოთამაშემ და კლუბში მომუშავე ადამიანმა შეიტანა ამ წარმატებაში თავისი წვლილი. ახლა შეგვიძლია ზეიმით დავტკბეთ", - განაცხადა მანუელ ნოიერმა.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.