ჰარი კეინი: ვამაყობ ჩემი პირველი ტიტულით
ჰარი კეინმა მიუნხენის ბაიერნთან ერთად კარიერაში პირველი ტიტულის მოპოვება შეძლო. ლევერკუზენის ბაიერმა ფრაიბურგთან გასვლაზე ფრე 2:2 ითამაშა და ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობისთვის ბრძოლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
ამრიგად ინგლისელმა ფორვარდმა კარიერაში პირველი ტიტული ოფიციალურად მოიპოვა და გულშემატკივრებს მიმართა.
"მოგესალმებით! ჩვენ ჩემპიონები ვართ! ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა მადლობა, რომლებიც როგორც სახლში ასევე გასვლაზე გვიჭერდნენ მხარს მთელი სეზონის განმავლობაში.
გულშემატკივრების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.
ვამაყობ, რომ კარიერაში პირველი ტიტული აქ მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოვიპოვე. მოდი ამ გამარჯვებით ერთად დავტკბეთ უახლოესი რამდენიმე კვირა", - განაცხადა ჰარი კეინმა.
რეკორდმაისტერის ბუნდესლიგის მორიგ შეხვედრას 10 მაისს ალიანც არენაზე მიონხენგლადბახის ბორუსიას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.