სტატისტიკა: ბაიერნი 2:0 გლადბახი
ბუნდესლიგის 33-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლა. ვენსან კომპანის გუნდმა შინ დამაჯერებლად ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა და ბუნდესლიგის ჩემპიონობა იზეიმა.
რეკორდმაისტერმა 33 ტურში 79 ქულის მოგროვება მოახერხა, რაც უკანასკნელ 5 სეზონში ყველაზე მეტია.
შეხვედრაში ანგარიში ოლისეს გადაცემის შემდეგ ჰარი კეინმა გახსნა მატჩის 31-ე წუთზე. მეორე გოლი კი მიუნხენის ბაიერნმა შეხვედრის მიწურულს გაიტანა. მაიკლ ოლისემ ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგაში ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. 17 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზე ვენსან კომპანის გუნდი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრით ოფიციალურად დაასრულებს მიმდინარე სეზონს.
მიონხენგლადბახის ბორუსიასთან რეკორდმაისტერის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: