თომას მიულერი გულშემატკივრებს დაემშვიდობა

თომას მიულერი ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს დაემშვიდობა. მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 გაიმარჯვა.

"ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა. მიუნხენში ტიტულის დაბრუნების გამო გახარებული ვარ. კიდევ ერთი ხუმრობა მაქვს მომზადებული. მოითმინეთ იუმორის გრძნობა ხომ ყველას განსხვავებული აქვს. გამოსამშვიდობებელ ხუმრობას ვეძებდი, თუმცა შესაფერისი ვერ ვნახე. შემდეგ სხვა ხუმრობის ძიებას შევუდექი გასვენებაზე.

მამა კვდება და მის საწოლთან სამი შვილი ზის. უცებ მისი საყვარელი ღვეზელის სუნი დადგა ოთახში, რომელსაც დედა უმზადებს. მამა ეუბნება შვილს: გთხოვ მომიტანე ჩემი საყვარელი ღვეზელის ნაჭერი. შვილი ღვეზელის გარეშე ბრუნდება. მამა ეკითხება: ჩემი ღვეზელი სადაა? შვილი პასუხობს: დედამ მითხრა გასვენების შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათო.

თანამედროვე გლადიატორად ყოფნა მომწონდა. მოუთმენლად ველი იმას, რაც შემდეგ იქნება. შეიძლება ვიტიროთ, ოღონდ ერთი ცრემლის უფლება გვაქვს, რადგან დღეს ვზეიმობთ. ყველანი მიყვარხართ და მომენატრებით! მადლობა", - განაცხადა თომას მიულერმა უკანასკნელ საშინაო შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.