ჯონათან ტას ტრანსფერი სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა
ჯონათან ტა შესაძლოა ძალიან მალე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს. Abendzeitung-ის ინფორმაციის მიხედვით გერმანელი მცველის ტრანსფერზე თანხმობა რეკორდმაისტერის სამეთვალყურეო საბჭომ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 29-წლის მცველს მოქმედი კონტრაქტი ფარმაცევტებთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯონათან ტა ლევერკუზენის ბაიერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
Abendzeitung-ი იტყობინება, რომ სამეთვალყურეო საბჭოსგან თანხმობის მიღების შემდეგ 29-წლის მცველის რეკორდმაისტერში ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს მაქს ებერლიმ და კრისტოფ ფროიდმა.
წყაროს ინფორმაციით მიუნხენური კლუბი ჯონათან ტას 2028 წლამდე შესთავაზებს ხელშეკრულებას. კონტრაქტის პირობებში კი +1 ოფცია იქნება ჩადებული. ამ მომენტისთვის გერმანული გრანდი 29-წლის ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტედენტია.
ჯონათან ტას გადაბირებას კატალონიის ბარსელონაც ცდილობდა, თუმცა Abendzeitung-ის ინფორმაციით ესპანურ გრანდს ფინანსური პრობლემების გამო 29-წლის მცველის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.
უფრო კონკრეტულად კი, კატალონიელები ჯონათან ტას ვერ აძლევენ გარანტიას, რომ შემდეგი სეზონისთვის მას ოფიციალურად დაარეგისტრირებენ.