თომას მიულერმა ცინცინატის შემოთავაზებაზე უარი თქვა

თომას მიულერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს დატოვებს. გერმანელი ფეხბურთელით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის გახლდათ ამერიკული ცინცინატი, თუმცა როგორც ჩანს MLS-ში გადასვლა გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ Daily Mail-ის ინფორმაციით თომას მიულერისთვის ბრძოლაში ამერიკული კლუბი ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტი იყო და ფეხბურთელთან მოლაპარაკებების პრიორიტეტული უფლება გააჩნდა.

ESPN-ი ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა BILD-ზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ თომას მიულერმა ცინცინატის შემოთავაზება უარყო.

35-წლის გერმანელი ფეხბურთელით ფიორენტინა, ფენერბახჩე, სან დიეგო, ლოს ანჯელესი და დალასი ინტერესდებიან.

ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით თომას მიულერის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 6 მილიონ ევროს შეადგენს. 35-წლის გერმანელს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2025 წლის ივნისის ბოლოს ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.