ფლორიან ვირცმა ლივერპული აირჩია
ფლორიან ვირცის მომავალი საბოლოოდ გაირკვა. Bayern & Germany-ს გვერდი sport1.de-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 22-წლის გერმანელმა საბოლოოდ არჩევანი ლივერპულის სასარგებლოდ გააკეთა.
წყარო იტყობინება, რომ ფლორიან ვირცის არჩევანის გაკეთებაში მთავარი ფაქტორი მერსესაიდელთა მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი გამოდგა. ცნობილი ხდება, რომ შეხვედრაზე ლივერპულის მწვრთნელი საკმაოდ დამეჯერებელი იყო და 22-წლის გერმანელს წარუდგინა ზუსტი სპორტული გეგმა, რაც ფლორიან ვირცმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო.
Bayern & Germany-ს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნმაც გააცნო 22 წლის შემტევს სამომავლო სპორტული გეგმა, თუმცა აღინიშნება, რომ რეკორდმაისტერის პროექტი ფლორიან ვირცისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და მეტიც უამრავი კითხვა გააჩინა მომავალტან დაკავშირებით.
როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღებაში ფულს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან ორივე კლუბმა ფეხბურთელს თითქმის თანაბარი პირობები შესთავა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მერსესაიდული კლუბის სასარგებლოდ გაკეთდა.